სიახლეები

27
ივნ
CSG - საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნანა ფირცხელანის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

24 ივნისს, სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნანა ფირცხელანის სადისერტაციო ნაშრომის - ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ენერგო მომარაგების საკითხის სექურითიზაციის ანალიზი“  საჯარო დაცვა გაიმართა

04
ივნ
CSG-ის წარმომადგენლები Nispacee-ის 30-ე საიუბილეო ყოველწლიურ კონფერენციაზე

1-4 ივნისს, ბუქარესტში (რუმინეთი), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტებისა და სკოლების საჯარო ადმინისტრირების ქსელის (Nispacee) 30-ე საიუბილეო ყოველწლიური კონფერენცია - „კრიზისები, მოწყვლადობა და მედეგობა საჯარო მმართველობაში“ გაიმართა.

 

28
მაი
საჯარო ლექცია - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის პოლიტიკის მიმართულებები და პრინციპები“

24 მაისს, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Governance Partnership, OGP) ეგიდით მიმდინარე ღია მმართველობის კვირეულის (OGP Gov Week 2022) ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის პოლიტიკის მიმართულებები და პრინციპები“.

25
მაი
CSG-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

23 მაისს,  კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის XIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

11
მაი
სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტების შეხვედრა ბრიტანელ პოლიტიკოს რობერტ ევანსთან

9 მაისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორის, ჟან მონეს პროფესორის, სერგი კაპანაძის მოწვევით, მისი სასწავლო კურსი "ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა" ფარგლებში, ვუმასპინძლეთ ყოფილ ევროპარლამენტარს, გაერთიანებული სამეფოდან, რობერტ ევანსს.

 

09
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტი ერაზმუს+ სასტარტო კონფერენციაზე

კონფერენციაზე შეკრებილ 300-მდე მონაწილეს  ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) სექტორის უფროსმა, ბატონმა ფრანსისკო აგუადო სანჩესმა სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა 2021 წლის კონკურსის მნიშვნელობას, რადგან დაიწყო ერაზმუსის ახალი, 2021-2027 ჩარჩო პერიოდი.

20
თებ
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG)

15 თებერვალს,  კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე. 

 

14
თებ
კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას პუბლიკაცია „ჰაბერმასიდან დერიდამდე სეკულარული უნივერსალიზმის რბილი ფორმა“

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას პუბლიკაცია „ჰაბერმასიდან დერიდამდე სეკულარული უნივერსალიზმის რბილი ფორმა“ გამოიცა ვილნიუსის უნივერსიტეტის პრესის გამოცემა Problemos-ში. 

 

17
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტი ევროკავშირის ერაზმუს + 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულია

კავკასიის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის ერაზმუს + 2021 წლის კონკურსში  - ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრები (Centers of Excellence).

27
ოქტ
სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია Nispacee-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს

ლიუბლიანაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (Nispacee) 29-ე ყოველწლიური კონფერენციის პარალელურად გაიმართა Nispacee-ის ქსელის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ბიზნეს შეხვედრა.