სიახლეები

02
ივნ
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის XIV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - 2023

1-ელ ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სახელმწიფო მართვის  სკოლის რიგით XIV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

29
მაი
სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი პრესტიჟული პროფესიული ქსელის NISPAcee-ის პრეზიდენტად აირჩიეს

25-27 მაისს, ბელგრადში (სერბეთი), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) 31-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე მმართველმა კომიტეტმა ქსელის მომავალ პრეზიდენტად ერთხმად აირჩია კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია.

22
აპრ
სახელმწიფო მართვის სკოლის სიმულაციური თამაში აბიტურიენტებისთვის „მართე სახელმწიფო“

21 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობითა და დიპლომატიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ღონისძიება გაიმართა თემაზე: სახელმწიფოს მართვის სიმულაციური თამაში „მართე სახელმწიფო“.

31
მარ
CSG-ის სტუდენტი „სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 2023-ზე“ წარსდგა რიგაში

27-29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი, ნოდარ ბოკერია, ლატვიაში, ქალაქ რიგაში, რიგის სტრადინსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა „სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 2023-ზე“. აღნიშნულ კონფერენციაში სტუდენტის მონაწილეობა დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.

21
თებ
შეხვედრა აშშ-ის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამის „ეროვნული მმართველობის პროგრამა“ წარმომადგენლებთან

სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელმა, ემირ ეთერიამ შეხვედრა გამართეს აშშ-ის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამის „ეროვნული მმართველობის პროგრამა“ წარმომადგენლებთან.

27
იან
ელისო ჩინჩალაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში

26 იანვარს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის - ელისო ჩინჩალაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გაიმართა.

28
დეკ
სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნინო ლომიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

28 დეკემბერს, სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნინო ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის - ,,ისლამის რადიკალიზაცია და რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე საქართველოში (1991-2021წწ.)“  საჯარო დაცვა გაიმართადისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  პროფესორი სერგი კაპანაძე.

20
დეკ
სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი (CSG), პროფ. ეკა აკობია COST აქციის IGCOORD მკვლევარი გახდა

სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი (CSG), პროფ. ეკა აკობია COST აქციის IGCOORD (CA20123) მკვლევარი გახდა.

29
ნოე
,,ბერგჰოფის ფონდის“ სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან - ,,დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის“

29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტმა (IPS) უმასპინძლა ,,ბერგჰოფის ფონდის“ სამუშაო შეხვედრას - ,,დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის.“

25
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ტრენინგი თბილისში

21-24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ჩაატარა ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი, “ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში “.