პროგრამის სტრუქტურა

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 ECTS კრედიტს. წელიწადში – 60 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. სასწავლო წელი  აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 20 სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 Cr. საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო  დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ Cr.საათს). 

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 180 ECTS კრედიტი ეთმობა პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას, მათ შორის, 140 ECTS კრედიტი ეთმობა  სპეციალობის სავალდებულო საგნებს, 40 ECTS კრედიტი - არჩევით საგნებს და 22 ECTS კრედიტი კი, - პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე  სრულად ორიენტირებულ კურსებს.

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 25 ECTS კრედიტი ეთმობა უცხო ენების (ინგლისური ენა) მოდულს, ხოლო 13 ECTS კრედიტი - არასპეციალობის სასწავლო საგნებს.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა

 

იხილეთ კატალოგი