მიღების წესები

მიღების წესი

კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდაზე C ტიპის ტესტის ჩაბარება 
  • უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა

 

გასაუბრება ჩატარდება დარგის სპეციალისტებთან (იხ. შეფასების კრიტერიუმები)

 

CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ჩატარდება: 

 

  • გამოცდა ინგლისურ ენაში
  • გამოცდა სპეციალიზაციაში
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტებთან

 

იხ. გამოცდის ნიმუშები:

 

 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი
  4. 4 ფოტოსურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
  5. საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  6. სამოტივაციო წერილი
  7. 2 რეკომენდაცია
  8. ონლაინ რეგისტრაცია
 
თარიღები 
 
  • საბუთების მიღების ბოლო ვადაა 7 სექტემბერი
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა ჩატარდება 8 სექტემბერს: ინგლისური ენა 10:00 საათზე, სპეციალიზაცია 12:00 საათზე

  • კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 15 სექტემბერს 10:00 საათზე

 
გადახდის პირობები

 
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
 
CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება:
 
 
თბილისი
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 


ბათუმი
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 3 200 ლარი  950 ლარი 
 
 
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.
 
 
სამაგისტრო პროგრამის ჯგუფი Facebook-ზე