საქართველოში სწავლის მსურველებმა, უნდა გააკეთონ განაცხადი ვიზის მისაღებად. ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს პროცედურის დაწყება შეუძლიათ თავიანთ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საელჩოში ან საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ. სხვა შემთხვევაში კი უნდა ეწვიოთ ბმულს და შეამოწმოთ ინდივიდუალური მოთხოვნები ან დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სავიზო პროცედურის დაწყებამდე უკვე უნდა იყოთ ჩარიცხული კავკასიის უნივერსიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს:
საქართველოში ჩამოსვლა
საქართველოში რამდენიმე აეროპორტია, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მათ შორის ყველაზე დიდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია, რომლიდანაც ცენტრამდე მისვლას დაახლოებით 35 წუთი სჭირდება (ტაქსით, N37 ავტობუსით).
ავიარეისებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.
ბინადრობის ნებართვა
სტუდენტმა ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი უნდა შეიტანოს ჩამოსვლიდან პირველი 3 თვის განმავლობაში და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები სერვისების განვითარების სააგენტოში:
- განაცხადის ფორმა (სტუდენტი შეავსებს მას განაცხადის წარდგენისას);
- პასპორტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი);
- კავკასიის უნივერსიტეტში მიღების წერილი;
- ფინანსური დახმარების შესახებ განცხადება (მინიმუმ 3 800 ლარი ანგარიშზე);
- 1 ფოტო (სტუდენტი გადაიღებს ადგილზე).
ბინადრობის ნებართვის სარეგისტრაციო საფასური:
- 300 ლარი - პასუხი 1 თვეში;
- 450 ლარი - პასუხი 20 დღეში;
- 600 ლარი - პასუხი 10 დღეში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.