დაზღვევა/განთავსება/საცხოვრებელი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში გაგიწევთ ასისტირებას საცხოვრებლის მოძიების/დაზღვევის პროცესში. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მეტრომანის" ბარათი წარმოადგენს მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი) მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალურ საშუალებას. „მეტრომანის" ბარათის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მეტროსადგურში.
ბარათის ღირებულება ერთჯერადად 2 ლარს შეადგენს. ბარათი არ არის პერსონალური, შესაბამისად მის ასაღებად რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.
მეტრო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს წარმოადგენს, რომლის ღირებულება 0.50 თეთრს შეადგენს. მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემას ორი მოქმედი ხაზი აქვს: ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს. მატარებლები მოძრაობენ დილის 6:00 საათიდან 24:00 საათამდე.
მარტივი მარშრუტი CU კამპუსამდე
- მარშრუტი N1, ავტობუსით: ”კოტე მარჯანიშვილის” მოედნიდან (მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ) N28 ავტობუსით.
- მარშრუტი N2 , საფეხმავლო: ,,კოტე მარჯანიშვილის მოედნიდან ‘’(მეტრო მარჯანიშვილის ტერიტორია) კავკასიის უნივერსიტეტამდე 30 წუთი დაგჭირდებათ.
საერთაშორისო სტუდენტების გზამკვლევი