სერვისები

დაზღვევა/განთავსება/საცხოვრებელი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში გაგიწევთ ასისტირებას საცხოვრებლის მოძიების/დაზღვევის პროცესში. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge

კავკასიის უნივერსიტეტს, თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ჰოსტელთან- ,,FABRIKA’’, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსის მახლობლად მდებარეობს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობენ.

FABRIKA-ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ღამის გათევა და ამავდროულად გართობა. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

შენიშვნა:

მარშრუტი ჰოსტელიდან,,FABRIKA’’ კავკასიის უნივერსიტეტის შენობამდე:

მარშრუტი N1, ავტობუსით: “გრანელის” ქუჩა N2- დან N328 ავტობუსით.

მარშრუტი N2 (საფეხმავლო) "გრანელის" ქუჩის გავლით კავკასიის უნივერსიტეტამდე, რასაც დაახლოებით 17 წუთი დასჭირდება.


საზოგადოებრივი ტრანსპორტი

 

მეტრომანის" ბარათი წარმოადგენს მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი) მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალურ საშუალებას. „მეტრომანის" ბარათის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მეტროსადგურში. ბარათის ღირებულება ერთჯერადად 2 ლარს შეადგენს. ბარათი არ არის პერსონალური, შესაბამისად მის ასაღებად რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.

 

მეტრო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს წარმოადგენს, რომლის ღირებულება 0.50 თეთრს შეადგენს.  მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემას ორი მოქმედი ხაზი აქვს: ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს.  მატარებლები მოძრაობენ დილის 6:00 საათიდან 24:00 საათამდე.

 

  

მარტივი მარშრუტი CU კამპუსამდე

 

მარშრუტი N1, ავტობუსით: ”კოტე მარჯანიშვილის” მოედნიდან (მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ) N28 ავტობუსით.

 

მარშრუტი N2 , საფეხმავლო: ,,კოტე მარჯანიშვილის მოედნიდან ‘’(მეტრო მარჯანიშვილის ტერიტორია) კავკასიის უნივერსიტეტამდე 30 წუთი დაგჭირდებათ.

 

საერთაშორისო სტუდენტების გზამკვლევი