გთხოვთ, მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ მარტივ ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1
შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ საჭირო დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები:
- CV / რეზიუმე;
- ფოტო 3x4;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
- სკოლის დამთავრების/ბაკალავრის/შესაბამისი საფეხურის/დიპლომის ასლი, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS-6.0; TOEFL-78; B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი)
- მიღების წერილი უნივერსიტეტიდან საერთაშორისო მობილობის შემთხვევაში.
განაცხადის შეფასებისთვის საჭიროა 3-5 სამუშაო დღე.
ნაბიჯი 2
საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ, ჩვენი თანამშრომელი მოგიწვევთ ონლაინ გასაუბრებაზე, რომლის წარმატებით განხორციელების შემდგომ, გთხოვთ, რომ გადაიხადოთ სააპლიკაციო მოსაკრებელი (მოიცავს: დოკუმენტების თარგმნა/ნოტარიულად დამოწმება, განაცხადის შეტანა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
სააპლიკაციო მოსაკრებელის გადმორიცხვა უნდა მოხდეს უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:
ნაბიჯი 3
უნივერსიტეტის წარმომადგენლის მხრიდან ხდება სტუდენტის დოკუმენტაციის შეტანა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. სტუდენტი პასუხს მიიღებს 5 დღიდან-1 თვის ვადაში.
ნაბიჯი 4
ზემოთ აღნიშნული პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური, იმისათვის, რომ უნივერსიტეტის მხრიდან მიიღოს სტუდენტის ცნობა/ჩარიცხვის წერილი.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა:
შემოდგომის სემესტრი (სექტემბერი - იანვარი): 20 აგვისტო;
გაზაფხულის სემესტრი (თებერვალი-ივლისის შუა რიცხვები): 20 ოქტომბერი.