როგორ დავრეგისტრირდე

გთხოვთ, მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ მარტივ ნაბიჯებს:



ნაბიჯი 1



შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ საჭირო დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები:

 

  • CV / რეზიუმე;
  • ფოტო 3x4;
  • საერთაშორისო პასპორტის ასლი, ქართულ ენაზე ნათარგმნი და  ნოტარიულად დამოწმებული;
  • სკოლის დამთავრების/ბაკალავრის/შესაბამისი საფეხურის/დიპლომის ასლი, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS-6.0; TOEFL-78; B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი)
  • მიღების წერილი უნივერსიტეტიდან საერთაშორისო მობილობის შემთხვევაში.

 

 

განაცხადის შეფასებისთვის საჭიროა 3-5 სამუშაო დღე.

 

 

ნაბიჯი 2



საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ, ჩვენი თანამშრომელი მოგიწვევთ ონლაინ გასაუბრებაზე, რომლის წარმატებით განხორციელების შემდგომ, გთხოვთ, რომ გადაიხადოთ სააპლიკაციო მოსაკრებელი (მოიცავს: დოკუმენტების თარგმნა/ნოტარიულად დამოწმება, განაცხადის შეტანა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.



სააპლიკაციო მოსაკრებელის გადმორიცხვა უნდა მოხდეს უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:

 

ნაბიჯი 3


უნივერსიტეტის წარმომადგენლის მხრიდან ხდება სტუდენტის დოკუმენტაციის შეტანა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. სტუდენტი პასუხს მიიღებს 5 დღიდან-1 თვის ვადაში.



ნაბიჯი 4


ზემოთ აღნიშნული პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური, იმისათვის, რომ უნივერსიტეტის მხრიდან მიიღოს სტუდენტის ცნობა/ჩარიცხვის წერილი.


განაცხადის  წარმოდგენის ბოლო ვადაა:


შემოდგომის სემესტრი (სექტემბერი - იანვარი): 20 აგვისტო;

 

გაზაფხულის სემესტრი (თებერვალი-ივლისის შუა რიცხვები): 20 ოქტომბერი.

 

ინგლისურენოვანი პროგრამები