სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია

30 მარტი 2024

 

სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია - ენა, კულტურა და საზოგადოება

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კვლევითი უნარის განვითარება და მომზადება საბაკალავრო ნაშრომის სათანადოდ დასაცავად, ვიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაში: „ენა, კულტურა და საზოგადოება“ მონაწილეობის მისაღებად.

 

ჩვენ მიერ შემოთავაზებული თემატიკა  საშუალებას მისცემს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელს - მას, ვისთვისაც კონფერენციის თემატიკა საინტერესოა და ცოდნის გაღრმავება სურს - ჩამოყალიბდეს ახალგაზრდა, წარმატებულ მკვლევრად.

 

კონფერენციის მიზანია:

 

  • წაახალისოს სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩასართავად;
  • გამოუმუშაოს დამოუკიდებელი კვლევის უნარი;
  • შესძინოს სამეცნიერო კონფერენციისთვის მომზადებისა და მოხსენების წარდგენის უნარი.

 

კონფერენციის თემატიკა:

 

  • კავკასიოლოგია
  • ენათმეცნიერება
  • ურბანული ენა
  • პროფესიული ენა
  • ლიტერატურათმცოდნეობა
  • ფოლკლორისტიკა
  • ისტორიოგრაფია
  • ეთნოლოგია
  • კულტუროლოგია
  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • ევროპისმცოდნეობა
  • ტექსტის ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტები
  • კულტურათაშორისი კომუნიკაციები
  • ენა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი
  • მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში

 

კონფერენციის ჩატარების თარიღი:

 

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის გრენობლის აუდიტორიაში (C9). ღონისძიება დაიწყება 12:00 საათზე.

 

რეგლამენტი:

 

მოხსენებისათვის 10 წუთი; შეკითხვების დასმა/მსჯელობა/რეკომენდაცია - 5 წუთი.

 

კონფერენციის ფორმატი:

 

  • მოხსენების თეზისი (150 -200 სიტყვა) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: research@cu.edu.ge; სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ კონფერენციის დასახელება: ენა, კულტურა, საზოგადოება;
  • შრიფტი: Sylfaen, ზომა:11, დაშორება - 1,5; არეები: Margins: Normal. ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული შრიფტით (Bold); შრიფტის ზომა: 12.


თეზისების წარდგენის ბოლო ვადა:  15.03.2024.

 

შეტყობინება კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესახებ: 18.03.2024.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

  • მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული თეზისები (არაუმეტეს 2 ავტორისა).
  • კონფერენციაზე ნაშრომი უნდა წარდგეს პრეზენტაციის სახით.
  • სტუდენტურ ნაშრომს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ან მოწვეული აკადემიური პერსონალი.
  • თეზისები, ფარული რეცენზირების პრინციპით, გაიგზავნება ექსპერტებთან და, კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე, შეირჩევა მაქსიმუმ 10 მოხსენება. შემოწმდება აკადემიური კეთილსინდისიერება.
  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ ყველა რესპონდენტს გაეგზავნება არგუმენტირებული პასუხი კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო ჯგუფის სახელით.
  • მოხსენების ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს. წყაროები დამოწმებული უნდა იყოს აფას სტილით.

 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე.

 

სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტი:

 

  • დავით ნატროშვილი
  • სოფიო კობახიძე
  • გურანდა ჭელიძე
  • ნინო ხვლეური
  • ქეთევან გრძელიძე
  • დავით თინიკაშვილი
  • ნათია ფანჯიკიძე
  • ეკა ჩიკვაიძე
  • ჭაბუკი ქირია
  • ეთერ ინწკირველი
  • ქეთევან ინწკირველი