4 ივნისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ლათინო-ამერიკული ცეკვების კლუბები წარმოგიდგენენ კონცერტს.
ღონისძიება გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
სტუდენტები წარადგენენ სხვადასხვა ჟანრის ცეკვებსა და სიმღერებს, რომლებზეც წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
კონცერტზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.