19 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელ გიორგი ჩუგოშვილთან გაიმართება შეხვედრა თემაზე „ელექტრონული კომერციის და ონლაინ პლატფორმების მომავალი“.
შეხვედრაზე საუბარი იქნება შემდეგ თემებზე:
- ელექტრონული კომერციის ბაზარი
- ბაზარზე არსებული მოთამაშეები
- სამომავლო ტენდენციები
შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.