9 ივნისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა''-ში, გაიმართება შეხვედრა Deal Company –ის და Film Collectiv – ის თანადამფუძნებელ სალომე სულავასთან.
სალომე სულავა გახლავთ საერთაშორისო ტრენერი, Luxury და B2B გაყიდვების ექსპერტი, რომელიც 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საფრანგეთში და პარტნიორობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის – Balenciaga, Chloe, Christian Dior და სხვ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ევროპული სტანდარტის დასანერგად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საქართველოში დააფუძნა - Deal Company. ის არაერთ კომპანიას დაეხმარა გაყიდვების სტიმულირებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში.
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი სტუდენტებს გაუზიარებს მის შთამბეჭდავ პროფესიულ გამოცდილებას, ისაუბრებს მათთან იმ საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცნობიერებაზე, რომელიც საჭიროა საერთაშორისო წარმატებისათვის.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, რეგისტრაცია გაიარეთ მითითებულ ბმულზე.