კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით საბერძნეთში, ათენში, იმყოფებოდნენ.
ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ათენის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, კულტურული და ისტორიული ძეგლები, კერძოდ: აკროპოლისი, აკროპოლისის მუზეუმი, დელფოსი, სუნიონი, არქეოლოგიური მუზეუმი, ბენაკის მუზეუმი. გაეცნენ საბერძნეთის ისტორიასა თუ მითოლოგიას. CU სასწავლო ტურს უძღვებოდა ელინისტი და მთარგმნელი თათია მთვარელიძე.
გარდა აღნიშნულისა, სტუდენტები ესტუმრნენ ათენის ბერძნულ-ქართულ ინსტიტუტსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „კავკასიას“, რომლის დამფუძნებელიც კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ცნობილი ქართველი ელინისტი ავთანდილ მიქაბერიძეა. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი 2006 წლის დასაწყისში დაარსდა. ცენტრში მოქმედებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე სასწავლო-შემოქმედებითი სტუდია და კაბინეტი. აგრეთვე, „კავკასია“ მრავალი წელია თავის კედლებში მასპინძლობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმი.