ელ.რესურსები

 

 

ხელმისაწვდომი ბაზების ჩამონათვალი:

 

EBSCO HOST:

 


ხელმისაწვდომი ბაზების ჩამონათვალი:

 

 

სამეცნიერო ჟურნალები:

 

 

სემინარები/ვორკშოპები:

 

 

სასარგებლო ბმულები:

 

 

 

 


 

 

  •  Elsevier B.V.- სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო კონტენტის საინფორმაციო და ანალიტიკური კომპანია, რომელიც აერთიანებს შემდეგ პროდუქტებს:

 

  • Science Direct - სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონული კოლექცია, სადაც 18 მილიონამდე სტატიაა 4 000 - ზე მეტი ჟურნალიდან, ასევე, 30 000-მდე წიგნი. ჟურნალები გაერთიანებულია 4 მიმართულებაში: ფიზიკა და საინჟინრო მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

 

  •    Scopus - ციტირებისა და აბსტრაქტების მონაცემთა ბაზა, რომელიც ფარავს წიგნების სერიას და ჟურნალებს. მოიცავს 35 000 - მდე რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის სახელწოდებას სიცოცხლის შემსწავლელი, სოციალური, ფიზიკისა და ჯანმრთელობის მეცნიერებიდან. Science Direct-ისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ჟურნალების სახელწოდებებია ინდექსირებული და მათი რანჟირებაა წარმოდგენილი, სტატიების ტექსტებზე წვდომის საშუალებას არ იძლევა.

 

  •     Sci-val Funding (Funding Institutional) - ეს მონაცემთა ბაზა აერთიანებს ინფორმაციას 5 000 - მდე საგრანტო დაფინანსების წყაროს შესახებ, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო დონორების შესახებ.

 

  • Mendeley - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა ციტირების მართვის (მენეჯმენტის) შესაძლებლობას, ასევე, კვლევითი ნაშრომების ბიბლიოგრაფიების გენერირების

 

  •  Legal Source იურიდიული წყარო, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოში აღიარებულ სამართლის სამეცნიერო ჟურნალების სრული ტექსტის გაშუქებას, წარმოადგენს იურიდიული სამყაროს აქტუალურ საკითხებზე, კვლევებსა და ტენდენციებზე ინფორმაციის ავტორიტეტულ წყაროს. კოლექცია მოიცავს 1200-ზე მეტ სრულ ტექსტურ ჟურნალს და 2,5 მილიონზე მეტ ჩანაწერს, მათ შორის წიგნების მიმოხილვასა და შემთხვევების ციტირებებს. იურიდიული წყარო გთავაზობთ ინფორმაციას კანონის დისციპლინისა და იურიდიული თემების შესახებ, როგორიცაა სისხლის სამართლი, საერთაშორისო სამართალი, ფედერალური სამართალი, ორგანიზებული დანაშაული, სამედიცინო სამართალი, შრომისა და ადამიანური რესურსების სამართალი, ეთიკა და გარემო.

 

  •  EBSCO HOST- ციფრული საცავი / ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც აერთიანებს 600 ათასამდე ელექტრონულ რესურსს (სტატიებს, წიგნებს). ასევე, აქვს, ორი კოლექცია, სადაც ინდექსირებულია პოლიტიკის და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ჟურნალები: Political Science Complete; Humanities International Complete

 

  • Emerald Insight გთავაზობთ აბსტრაქტებს და სრული ტექსტის სტატიებს აკადემიური ჟურნალებიდან, რომლებიც მოიცავს მენეჯმენტის, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსებისა და ეკონომიკის ელექტრონული ჟურნალების კრებულს.

 

  •  HeinOnline- ციფრული საცავი / ელექტრონული ბიბლიოთეკა სპეციალიზებული სამართლის მიმართულებაზე. მოიცავს როგორც ქეისებს, ასევე, სახელმწიფო რეგულაციებს, აკადემიურ მასალებს, საერთაშორისო შეთანხმებების ტექსტებს

 

  •   Taylor and Francis- გამომცემლობა, რომელიც აქვეყნებს წლიურად 7000-მდე წიგნს და 2700-მდე აკადემიურ ჟურნალს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, სამართალსა და განათლებაში.