CSG-ის სტუდენტის ნინი შაქარაშვილის კვლევა „NEET ახალგაზრდები: თაობა განათლების, დასაქმების, გადამზადების მიღმა“

5 ნოემბერი 2024

პროექტ „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, გამოქვეყნდა სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ნინი შაქარაშვილის კვლევა „NEET ახალგაზრდები: თაობა განათლების, დასაქმების, გადამზადების მიღმა“ (პოლიტიკის ნარკვევი #68, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ოქტომბერი 2024).

 

წინამდებარე ნარკვევის მიზანია გაანალიზოს NEET (Not in Education, Employment, or Training) ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემის წარმოშობის საფუძვლები, მისი ეკონომიკური შედეგები და ევროპული საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვით გამოკვეთოს შესაძლო გამოსავალი და რეკომენდაციები.

 

პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

პროექტს ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ხოლო პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).