გია ბაღაშვილის ლექცია ქართულ მრავალხმიანობაზე ევროპის ორ უმაღლეს სასწავლებელში

9 ნოემბერი 2019

სტენ­ფორ­დის, ბერკლი­სა და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შემ­დეგ, ეთნომუსიკოლოგმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და კავ­კა­სი­ის უნივერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა გია ბა­ღაშ­ვილ­მა ქარ­თულ მრავალ­ხმი­ა­ნო­ბა­ზე სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი ევ­რო­პის ორ პრესტიჟულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებელ­ში გა­მარ­თა, 28 ოქ­ტომბერს ფი­ნეთ­ში, ჰელ­სინ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის „სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ა­ში“ და 29 ოქ­ტომ­ბერს ოს­ლო­ში, "ნორ­ვე გიის მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში."

 

ლექ­ცი­ებ­მა დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ფი­ნელ­მა და ნორ­ვე­გი­ელ­მა მუ­სი­კათმცოდ­ნე­ებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა პრო­ფე­სორს ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა­ზე შე­კი­თხვები და­უს­ვეს.

 

ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის შესახებ ლექ­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და­ეს­წრნენ და გია ბა­ღაშ­ვი­ლის მიერ ევ­როპე­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რის წარ­დგე­ნა შე­ა­ფა­სეს.