სტენფორდის, ბერკლისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების შემდეგ, ეთნომუსიკოლოგმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა გია ბაღაშვილმა ქართულ მრავალხმიანობაზე საჯარო ლექციები ევროპის ორ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გამართა, 28 ოქტომბერს ფინეთში, ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტის „სიბელიუსის აკადემიაში“ და 29 ოქტომბერს ოსლოში, "ნორვე გიის მუსიკალურ აკადემიაში."
ლექციებმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ფინელმა და ნორვეგიელმა მუსიკათმცოდნეებმა და სტუდენტებმა პროფესორს ქართულ მრავალხმიანობაზე შეკითხვები დაუსვეს.
ქართული მრავალხმიანობის შესახებ ლექციებს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და გია ბაღაშვილის მიერ ევროპელებისთვის ქართული საგანძურის წარდგენა შეაფასეს.