“უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) კონფერენციის მეორე დღე

7 ივლისი 2017

ქლაქ ვენაში, ჰობურგის სასახლეში აქტიურად მიმდინარეობს “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) კონფერენციის მეორე დღე. დღევნადელი დღის მთავარი თემებია: CHALLENGES FOR THE EUROPEAN SCIENTIFIC LANDSCAPE; SIMULATION, VIRTUAL & AUGMENTED REALITY FOR EDUCATION & TRAINING; SIMULATION-BASED LEARNING AND TRAINING. დღის მეორე ნახევარში ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები უნივერსიტეტებში ახალ ტენდენციებთან დაკავშირებით, მომავლის უნივერსიტეტის მოდელებზე, ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტებს  შორის თანამშრომლობაზე.

 

საქართველოს უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების რექტორები აქტიურად წარმოაჩენენ ქართულ უნივერსიტეტებს საერთაშორისო ასპარეზზე  “ისწავლე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ საკონსულტაციო სივრცეში.  კონფერენცია წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებას და მასში მონაწილეობას იღებს 400-მდე უცხოური უნივერსიტეტის პრეზიდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

დღის ბოლოს, ჰოფბურგის სასახლეში იგეგმება საზეიმო მიღება - ქართული საღამო, რომელზეც მოწვეულნი არიან კონფერენციის მონაწილეები, საქართველოს და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები. მიღების ფარგლებში საზოგადოებას სიტყვით მიმართავს - საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.