კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” დეკანის მოადგილედ პროფესორი დევიდ შიმპი დაინიშნა

1 ნოემბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” დეკანის მოადგილედ, და ამავე დროს, კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრად პროფესორი დევიდ შიმპი დაინიშნა. პროფესორი დევიდ შიმპი 2011-2017 წლებში, „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” (კანადა) მმართველთა საბჭოს წევრი იყო; ასევე იყო მისი პრეზიდენტი მცირე ხნით, სანამ 2017 წლის 1 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული კოლეჯი გახდებოდა. დევიდ შიმპი „უნივერსიტეტეთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ მრჩეველთა საბჭოს წევრია.

 

დევიდ შიმპი სოფიის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორია; იგი გახლდათ ალიასკას უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი. პროფესორ შიმპს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოპოვებული აქვს წმინდა კლიმენტ ოჰრიდსკის სოფიის უნივერსიტეტში, ხარისხი მიანიჭა ბულგარეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ. იგი არის საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის მაგისტრი;  დაამთავრა აშშ-ს საზღვაო მაგისტრატურა; არის მეცნიერებათა ბაკალავრი; ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა აშშ-ს საზღვაო აკადემიაში, ანნაპოლისი, მერილენდი. არის კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

 

აშშ-ს სახელმწიფო თავდაცვის დეპარტამენტმა მას საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიცრის წოდება მიანიჭა და 2010 წლიდან საქართველოს საპატიო კონსულია. მსახურობდა სამხრეთ კაროლინის ლეიტენანტ-გუბერნატორის მრჩევლად, საზღვაო უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარედ; არის აშშ-ს საზღვაო ლიგის შავი ზღვის საბჭოს პრეზიდენტ ემერიტუსი. საზღვაო კარიერა დაიწყო 1976 წელს აშშ-ს საზღვაო ძალებში, საიდანაც გადადგა 2001 წელს. მას შემდეგ დაინიშნა სამხრეთ კაროლინას ფედერალურ საზღვაო პოლიციის უფროსად, 2005 წელს, საიდანაც კარიერა დაასრულა 2009 წელს, კონტრადმირალის წოდებით. იგი სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა აშშ-ს საზღვაო ძალებში, მათ შორის აშშ-ს საზღვაო უსაფრთხოების ჯგუფის (ატლანტიკის) დირექტორად, აშშ-ს ფლოტის საინფორმაციო ოპერაციების და კრიპტოლოგიის დირექტორად. დაჯილდოებულია ლეგიონის ღირსების ორდენით,  თავდაცვის ღირსების მედლითა და ლონდონის თავისუფლების სიგელით.