1972 წლის, 15 დეკემბერს, სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა და სწორედ ამ დღეს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სივრცეში გამოფენა გაიხსნა 5 ივნისს და კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
უკვე მეოთხე წელია რაც კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლება გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა. კავკასიის უნივერსიტეტი აქაც ნოვატორი აღმოჩნდა, რადგანაც საქართველოში მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში არის ეს კურსი, რაც ნებისმიერი უცხოური უნივერსიტეტის მედია სკოლის განუყოფელი საგანია. ყოველ წელს სტუდენტები იღებენ ფოტოებს არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რაც მათი პორტფოლიოს ერთ-ერთი კომპონენტია. წელს გადაწყდა რომ გამოფენა გაგვეკეთებინა და გვინდა სამომავლოდ ეს ტრადიციად ვაქციოთ“, აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა, მიზნად ისახავს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას, ადამიანების მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას გარემოს მიმართ, ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და საზოგადოების, განსაკუთრებით სტუდენტების, როგორც საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის ჩართვას ამ პროცესებში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა გარემოს დაბინძურება პოლიეთილენის ნარჩენებით.