ენების ევროპული დღე

30 სექტემბერი 2025
კავკასიის უნივერსიტეტში, ტრადიციად ქცეული „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს, უკვე 24 წელია, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები აღნიშნავენ ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდასაჭერად.
 
საჯარო ლექცია, თემაზე - "ჩემი ენის საზღვრები ჩემი სამყაროს საზღვრებია" - წაიკითხა გერმანისტმა, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გამორჩეულმა მთარგმნელმა, ავსტრიის სახელმწიფო პრემიისა (ავსტრიის კულტურაში შეტანილი წვლილისათვის) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის (ლიტერატურულ - მთარგმნელობითი საქმიანობისთვის) ლაურეატმა - მაია ბადრიძემ.
 
საჯარო ლექციის შემდეგ სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა დისკუსია როგორც ევროპულ, ისე ქართულ გამოცდილებაზე ენობრივი ქსოვილის შესაქმნელად ლექსემათა შერჩევის აუცილებლობასა და სათანადო ფორმით გადმოცემის მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიების მოდერატორი იყო კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.