"უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" კონფერენცია

13 ოქტომბერი 2016

13-16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისოასოციაციის" არჩეული პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მიიღო IAUP-ის ნახევარწლიურ კონფერენციაში, რომელსაც ქეიფ პენინსულას ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა და ცენტრალურმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლეს  ქეიფთაუნში, სამხრეთ აფრიკაში.

 

კონფერენცია მიეძღვნა შემდეგ თემებს: Innovation and International Partnerships for Development; The Role of Science and Technology in addressing United Nations Sustainable Development Goals(SDG’s).

 

კახა შენგელიამ შეხვედრაზე წარმოადგინა IAUP-ის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა და ისაუბრა ორგანიზაციის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" (IAUP) 2014-2017 წლების არჩეულ პრეზიდენტად 2014 წლის 14 ივნისს აირჩიეს. 2017 წლის ივლისში, ვენაში დაგეგმილ მომდევნო გენერალური ასამბლეის სხდომაზე იგი ავტომატურად დაიკავებს IAUP-ის 2017-2020 წლების პრეზიდენტის თანამდებობას და უხელმძვანელებს აღნიშნულ ორგანიზაციას სამი წლის განმავლობაში.