კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ელისაბედ მაჩიტიძემ 1-2 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო სოციალურ და განათლების მეცნიერებათა IV საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა სტამბოლში, თოფქაფის უნივერსიტეტში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 16 ქვეყნის 100-მდე მკვლევრის ნაშრომი.
ელისაბედ მაჩიტიძის მოხსენება - „თურგუთ ოზალის საგარეო პოლიტიკის თავისებურებანი“ ეხებოდა 1983-1993 წლების თურქეთის საგარეო პოლიტიკას. მოხსენებამ მსმენელთა ინტერესი გამოიწვია, რაც დადასტურდა მოხსენების შემდგომ გამართული დისკუსიით.