კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტი კახა შენგელია აფრიკის ქვეყნებს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, კახა შენგელია უგანდისა და რუანდის სახლმწიფოებში იმყოფებოდა, სადაც მან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, კახა შენგელია ეწვია კამპალას საერთაშორისო უნივერსიტეტს, კავენდიშის უნივერსიტეტს, სენტ ლორენსის უნივერსიტეტს, მაკერერეს უნივერსიტეტს და რუანდას უნივერსიტეტს. მან უნივერსიტეტების რექტორებთან ორმხრივი ინტერესები განიხილა, ასევე განათლებაში არსებული გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა და რეგიონში განათლების სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას დაპირდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მისი ბოლო სამუშაო ვიზიტი IAUP-ის პრეზიდენტის ამპლუაში.
კახა შენგელია უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად 2017 წელს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია. 2020 წლის 23 ივნისს კი, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) გენერალური ასამბლეის სხდომაზე, კახა შენგელიას IAUP-ის პრეზიდენტობის ვადა 1 წლით გახანგრძლივდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც IAUP-ის პრეზიდენტი, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, მე-4 წლით აირჩიეს. IAUP-ის არსებობის 55 წლიანი ისტორიის განმავლობაში კახა შენგელია ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.