კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე

28 თებერვალი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო კურსისთვის - ბიზნესის მოდელირება (ბიზნესის ანალიზი, ბიზნესის გეგმის ფინანსური და სტრატეგიული ანალიზი) 



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინიტრირების მიმართულებით)
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ C1 დონე);
  • სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე, მათ შორის ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;



დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
  • COVID 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ორმაგი დოზის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპიწარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა 

 II ეტაპიპრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპიკონკურსის შეჯამება.

 

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !



საბუთების მიღება: 2022 წლის  20 მარტის  ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2022 წლის მარტი. 

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.