კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

9 დეკემბერი 2021

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება და გადაეცა უნივერსიტეტის მედალი.

 

საპატიო დოქტორის წოდება კახა შენგელიას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. 

 

ცერემონიას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრები, რომლებმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და კახა შენგელიას საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ, ისაუბრა იმ უდიდეს წვლილზე, რაც კახა შენგელიას რეგიონის განათლების სისტემაში აქვს შეტანილი და შეაფასა იმ საქმიანობის მნიშვნელობა, რომელიც მას ახალგაზრდების განათლებაში აქვს ჩადებული.