2022 წლის 22 დეკემბერს გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის თანადამფუძნებლისა და აკადემიურ დარგში ვიცე-პრეზიდენტის - ნუგზარ სხირტლაძის წიგნი “კავკასიის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსის ისტორიისთვის”.
წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი წერს: „ამ “ბროშურის” მიზანია ისტორიული მოვლენების ფონზე თვალი გავადევნოთ თბილისში სომხური აღმსარებლობის სემინარიის დაარსებას, მისთვის შენობის აგების პერიპეტიებს და იმ პიროვნების ბიოგრაფიასაც, ვის სახელსაც იგი ატარებდა.“
უნდა აღნიშნოს, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ამჟამინდელი შენობა ისტორიულია და აშენებულია 1909-1911 წლებში. პირველად ის 1911 წელს გაიხსნა როგორც ნერსესიანის სასულიერო სემინარია. შენობაში ფუნქციონირებდა: ჯერ სომხური სემინარია, შემდგომ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის საპროექტო-ტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 2005 წელს კი შენობა კვაკასიის უნივერსიტეტმა შეიძინა მისი პრეზიდენტის კახა შენგელიას ინიციატივით.
წიგნში მოთხრობილია შენობის ისტორია, კამპუსის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ამბები, იმ პიროვნების ბიოგრაფია, ვის სახელსაც იგი ატარებდა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებსაც აღნიშნული სივრცე ინახავს.