საჯარო ლექცია - „დრეიფუსის საქმე“ ღალატი თუ ერთგულება

7 დეკემბერი 2021

18 დეკემბერს, 12:00 საათზე CU კამპუსში, აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - „დრეიფუსის საქმე“ ღალატი თუ ერთგულება“

XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთის არმიის ოფიცრის, წარმოშობით ებრაელი ალფრედ დრეიფუსის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესი. ბრალდების საბაბი გახდა საფრანგეთის გენერალური შტაბიდან საიდუმლო დოკუმენტის გაქრობა. ამ დოკუმენტის დაკარგვასთან დრეიფუსის კავშირის შესახებ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა, მაგრამ ბრალდების მხარემ დრეიფუსის გაყალბებული წერილი წარმოადგინა, რომელიც ადასტურებდა მის კავშირს გერმანიის დაზვერვასთან. სასამართლომ ეს მტკიცებულება საკმარისად მიიჩნია. დრეიფუსი დააკავეს და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს. იგი საფრანგეთის კოლონია გვიანაში გადაასახლეს

ლექციაზე განვიხილავთ XIX საუკუნის საფრანგეთის რესპუბლიკის ისეთ ისტორიულ დოკუმენტებს, როგორიცაა:

„ბრალს ვდებ“ ემილ ზოლას წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს

ემილ ზოლას წერილი საფრანგეთს

დრეიფუსის და ზოლას სასამართლო საქმის ოქმები

პროკურორის სიტყვა

ადვოკატის სიტყვა

 ლექციის ფარგლებში, ასევე განხიული იქნება რომან პოლანსკის ფილმს „ოფიცერი და ჯაშუში“

 ლექციის მიზანია, პასუხი გაეცეს საფრანგეთის ისტორიაში არსებულ აქტუალურ შეკითხვას: ვინ იყო ალფრედ დრეიფუსი, მოღალატე თუ ქვეყნის ერთგული?

ლექციას წაიკითხავენ:

კომპანია „პროტეგო მაქსიმა ლეგალ“ - ის დამფუძნებელი პარტნიორი იურისტი ლუკა ბიბინეიშვილი

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი, კომპანია „პროტეგო მაქსიმა ლეგალ“ - ის იურისტის თანაშემწე მარიამ ხანთაძე

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ბმულზე