სამეწარმეო ღონისძიება - Smart Solutions Powered by AI - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის

25 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის 3-დღიანი სამეწარმეო ღონისძიება - Smart Solutions Powered by AI გაიმართა.

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გუნდურად იმუშავეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნაზე, განავითარეს პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტები და no code ხელსაწყოების გამოყენებით შექმნეს პროტოტიპები.

 

აღსანიშნავია, რომ 3 დღის განმავლობაში მონაწილე გუნდებთან აქტიურად მუშაობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის გამარჯვებულები და მოქმედი სტარტაპების დამფუძნებლები, რომლებიც მოსწავლეებს იდეების განვითარებაში, AI ინსტრუმენტების გამოყენებასა და პრეზენტაციების მომზადებაში მენტორობას უწევდნენ:  

 

  • თაკო მარჯანიძე, ელენე გოგოლაშვილი - Portico -ს თანადამფუძნებლები
  • საბა არუდაშვილი - Klics- ის თანადამფუძნებელი და CEO
  • გიორგი ხანიშვილი, ლუკა ცარციძე - Washy Washy - ის თანადამფუძნებლები 

 

ღონისძიების დასკვნით დღეს გუნდებმა საკუთარი იდეები ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც შეფასდა იდეების ინოვაციურობა, პრობლემის აქტუალობა, ტექნოლოგიური ხედვა და პრეზენტაციის ხარისხი. ფინალური პრეზენტაციები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

 

  • ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
  • აკაკი კაპანაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი;
  • თამარ ბეკურაშვილი - ქართულ-ამერიკული სკოლის სოციალურ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი.

 

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, რომელსაც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისგან სპეციალური პრიზი გადაეცა.

 

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა.