კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის 3-დღიანი სამეწარმეო ღონისძიება - Smart Solutions Powered by AI გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გუნდურად იმუშავეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნაზე, განავითარეს პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტები და no code ხელსაწყოების გამოყენებით შექმნეს პროტოტიპები.
აღსანიშნავია, რომ 3 დღის განმავლობაში მონაწილე გუნდებთან აქტიურად მუშაობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის გამარჯვებულები და მოქმედი სტარტაპების დამფუძნებლები, რომლებიც მოსწავლეებს იდეების განვითარებაში, AI ინსტრუმენტების გამოყენებასა და პრეზენტაციების მომზადებაში მენტორობას უწევდნენ:
- თაკო მარჯანიძე, ელენე გოგოლაშვილი - Portico -ს თანადამფუძნებლები
- საბა არუდაშვილი - Klics- ის თანადამფუძნებელი და CEO
- გიორგი ხანიშვილი, ლუკა ცარციძე - Washy Washy - ის თანადამფუძნებლები
ღონისძიების დასკვნით დღეს გუნდებმა საკუთარი იდეები ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც შეფასდა იდეების ინოვაციურობა, პრობლემის აქტუალობა, ტექნოლოგიური ხედვა და პრეზენტაციის ხარისხი. ფინალური პრეზენტაციები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
- ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- აკაკი კაპანაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი;
- თამარ ბეკურაშვილი - ქართულ-ამერიკული სკოლის სოციალურ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, რომელსაც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისგან სპეციალური პრიზი გადაეცა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა.
