საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია.
გამარჯვებულებს შორის არიან კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებული, თორნიკე კვინიკაძის სტარტაპი - DataStudio, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული, ლევან ჯობავას სტარტაპი- metric.ge და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - სანდრო ბოლქვაძის სტარტაპი Sfero.
DataStudio – AI- ზე ორიენტირებული ERP სისტემა, რომელიც გარდაქმნის ოპერაციათა მართვას. სტარტაპის უნიკალური „ინტელექტუალური ხედვა“ ახდენს მონაცემთა პრეზენტაციის მორგებას. ამავდროულად, ინოვაციური Q&A რეპორტინგი იძლევა მყისიერ ინფორმაციას.
Metric.ge - სტარტაპი ავტომანქანებისა და ბინის შეძენის მსურველებს ეხმარება, შესაძენი ქონების შერჩევაში, მათ შეფასებაში და შესაძენად საჭირო ფინანსების მოღებაში.
Sfero - დასაქმების პლატფორმა, რომელიც აჩქარებს დასაქმების ეფექტურობას და ამცირებს მის ხარჯებს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი, საინვესტიციო კომიტეტმა გამოავლინა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: ტიმ ვაგნერი, საშა მიჩაუდი, მარვინ ლიაო, ზაზა ფაჩულია, აიაშ პუბმრა.