4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, სტუდენტური CU რა? სად? როდის? გაიმართა. გამარჯვებული გახდა გუნდი Leftovers, რომლის წევრებიც კავკასიის სამართლის, სახელმწიფო მართვისა და ეკონომიკის სკოლის სტუდენტები იყვნენ.
მეორე ადგილი კავკასიის ბიზნესის სკოლის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა გუნდმა დაიკავა. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა 42 გუნდი, რომლებიც სხვადასხვა სკოლას წარმოადგენდნენ.
I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან წიგნის მაღაზიის "ლიბრარეა" 600, 400 და 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
გამარჯვებულ გუნდს CU რა? სად? როდის? გარდამავალი თასი ეკონომიკის სკოლის დეკანმა, ინტელექტკლუბის რა?სად? როდის? წვერმა, სოსო ბერიკაშვილმა გადასცა.
CU რა? სად? როდის? კავკასიის უნივერსიტეტში გაზაფხულზეც გაიმართება.
თამაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური სამსახურის ორგანიზებით და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანის, მოაზროვნე იოსებ ბერიკაშვილის დახმარებით ჩატარდა.