კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა (CSL) აცხადებს ვაკანსიას სამაგისტრო პროგრამის აკადემიური მენეჯერის თანამდებობაზე.

28 თებერვალი 2022

სამუშაო მოვალეობები:

 

ა) სტუდენტების და ლექტორების  ტექნიკურ  საკითხებზე   კონსულტირება/დახმარება და   სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველჰყოფა;

ბ) სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარება და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირება;

გ) სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა  სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდება და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობა;

დ)სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტორნულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგი;

ე)ლექტორების მიერ ჩატარებული სალექციო საათების ჩატარება-აღდგენაზე შესაბამისი მონაცემების ბაზაში შეყვანა, მათ შორის დაცვის თანამშრომლის მიერ შეტანილი მონაცემების გადამოწმება;

ვ) სტუდენტთა დასწრების ელექტრონული  ბაზის წარმოების მონიტორინგის განხორციელება;

ზ) სტუდენტებისთვის  საჭირო დოკუმენტების მიღებაზე დახმარების გაწევა;

თ) ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგი;

ი) სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კომისიური სხდომების ორგანიზება და  დაოქმება;

კ) შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დასწრება;

ლ) სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანა ნიშნების ბაზაში;

მ) საბოლოო სემესტრული შეფასების ელექტრონული უწყისის შექმნა და ბაზაში ატვირთვა;

ნ) სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესის კოორდინირება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება(აუცილებელი მოთხოვნა სამართლის ბაკალავრი);
  • მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ენის ცოდნის კომპეტენცია შემოწმდება ტესტირების ან გასაუბრების საფუძველზე)

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება (ხელზე): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ 800 ლარი (ხელზე);
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  “CSL - სამაგისტრო პროგრამის აკადემიური მენეჯერი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!