ვაკანსია კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის დირექტორის თანამდებობაზე

4 აპრილი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

 

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

 

  • მუდმივ მონიტორინგს უწევს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ორგანიზაციულ მხარეს, რა დროსაც ყოველდღიურ ურთიერთობებს აწარმოებს აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას. ახდენს სტუდენტთა ინფორმირებას სასკოლო სამეცნიერო კონფერენციების შესახებ და უწევს ორგანიზებას;
  • უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას იღებს პროგრამის თვითშეფასებისა და სემესტრული  ანგარიშის მომზადების პროცესში;
  • კომპეტენციის ფარგლებში ერთვება ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესში;
  • ზრუნავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების (კატალოგის) შექმნა/განახლებაზე;
  • უზრუნველყოფს სკოლის შიგნით არსებული დოკუმენტების საქმისწარმოებას;
  • დეკანთან, პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად განიხილავს სტუდენტების მიერ ლექტორების შეფასების სემესტრულ და პროგრამასთან მიმართებაში სტუდენტების და კურსდამთავრებულების კმაყოფილების კვლევის წლიურ ანგარიშებს;
  • ხელს უწყობს აკადემიურ პერსონალთან სტუდენტების ინდივიდუალური კონსულტაციების პროცესს და არასააუდიტორიო აქტივობებს;
  • კოორდინირებას უწევს საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურებს;
  • აწარმოებს სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სავალდებულო მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
  • ამზადებს სტუდენტთა აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
  • უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ხელმძღვანელი პირების მიერ განსაზღვრულ სხვა საჭირო დავალებებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ( B2 დონე);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Excel და PowerPoint) ცოდნა.

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე. აღნიშნული დღის/დღეების საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
  • ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
  • გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე (ანაზღაურებადი)

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge  

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრაციული დირექტორი.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით.