კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი DefCamp2022-ზე

14 ნოემბერი 2022

DefCamp 2022 წარმატებით დასრულდა. DefCamp კიბერ უსაფრთხოების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპაში. პირველად 2011 წელს ჩატარდა რუმინეთში და მას შემდეგ DefCamp ყოველ წლიურად, მსოფლიოს წამყვან პენტესტერებს, ჰაკერებს, კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებსა და ამ ინდუსტრიის ორგანიზაციებს აერთიანებს.

 

საქართველოდან DefCamp-ის ძირითად მომხსენებლად, ე.წ. Key Speaker, პირველად 2018 წელს, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი შეარჩიეს. წელს კი, DefCamp ზე საქართველოდან ორი მომხსენებელი იყო შერჩეული: SCSA ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი მაქსიმ იავიჩი და SCSA ს ტექნიკური დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი გიორგი ახალაია.

 

მათი მოხსენების თემები იყო:

 

  • პოსტ-კვანტური ელექტრონულ ხელმოწერა ვერკლის ხის გამოყენებით (მ. იავიჩი)
  • მოწყობილობის მდებარეობის დადგენასთან დაკავშირებული საფრთხეები 5G ქსელში (. ახალაია)

 

DefCamp2022-ზე სხვადასხვა ქვეყნის/ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  კიბერ უსაფრთხოებაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზეისაუბრეს, მათ შორის: ხელოვნურ ინტელექტზე, კვანტურ კომპიუტერებსა და კრიპტოგრაფიაზე, თანამედროვე დაცვის მექანიზმების (ანტივირუსები, firewallები) გვერდის ავლაზე.

 

ტექნიკური ტიპის შეტევების გარდა ნაჩვენები იყო სოციალური ინჟინერიისა და სოციალური ქსელის გამოყენებით მსოფლიოს წამყვან ბრენდებზე განხორციელებული თავდასხმები. კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა ე.წ. CTF ების შეჯიბრი პროფესიონალ ჰაკერებს შორის.