25 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ტექნოლოგების სკოლის, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით რიგით მეოთხე კონკურსი: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“ გაიმართა,რომელშიც მონაწილეობას 10-12 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ. გუნდებს 10-15 წუთიანი პრეზენტაციის სახით უნდა წარედგინათ კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით პროექტი.
კონკურსში მონაწილეობდა 50-მდე მოსწავლე. ჩართული გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, გახდა ყველაზე მასშტაბური კონკურსი მანამდე ჩატარებულ სასკოლო ღონისძიებებს შორის.
წარდგენილ პროექტებს აფასებდა სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიური:
დაჩი ზედგინიძე - საქართველოს კიბერ უსაფრთხოების ბიურო;
გიორგი კვირიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ერთობლივი პროგრამის სტუდენტი;
დავით ბოჭორიშვილი - სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი, ვებ შეღწევადობის ტესტერი.
ღონისძიებაზე, ასევე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ კიბერ უსაფრთხოების დარგის ექსპერტები:
მაქსიმ იავიჩი - კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, SCSA_ის პრეზიდენტი;
ანდრო გოცირიძე - CYSEC-ის დამფუძნებელი, კიბერ უსაფრთხოების ბიუროს დირექტორი (2014-2016 წწ);
გიორგი ახალაია - SCSA_ის ტექნიკური დირექტორი.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული პროექტები - პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ნომინაციაზე. რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური პრიზები.
- პირველი ადგილი - გუნდი Bug Magnits (პროექტი: Defense against RAT Trojan)
- მეორე ადგილი - გუნდი Shieldify (პროექტი: Web Application Firewall based on ML & AI) ; Ransopm-Game (პროექტი: Ransom-Game)
- მესამე ადგილი- Snowden (პროექტი: Firewall) ; Lonewolf ; NC-M1 (პროექტი: ორგანიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა)