ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

27 მაისი 2022

ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით საქართველოში, კავკასიის უნივერსიტეტში იმყოფება.

 

დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანია ერთობლივი პროგრამის დეტალების და პროექტის სტატუსი განხილვა, პროგრამით დაინტერესებული აპლიკანტებისთვის დეტალური ინფორმაციის გაზიარება პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და  ინფრასტრუქტურის დათვალიერება, პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის იმ სერვისების გაცნობა, რომლითაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ. 

 

ვიზიტის ფარგლებში, ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ასევე,  განიხილეს  ახალი ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობები ჟურნალისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც.

 

შეხვედრას  ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ: თამარა ჯაში - ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის რექტორი და უფროსი ვიცე-პრეზიდენტი; თამარა კანინგემი - ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის ასოცირებული ვიცე-პრეზიდენტი; მარვინ უოკერი, ასოცირებული დეკანი.

 

სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან უმასპინძლეს: კახა შენგელიამ - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ხატია გოგლიძემ - ვიცე-პრეზიდენტმა მონიტორინგისა და ადმინისტრაციულ დარგში, ბუბა ლეჟავამ - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ირენა მელუამ - საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა და კავკასიის უნივერსიტეტის სხვაა წარმომადგენლებმა.

 

ტრადიციულად, შეხვედრის დასასრულს სტუმრებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს პირველ 3 წლიან ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას კიბერუსაფრთხოებაში. ერთობლივი პროგრამა პირველი პრეცედენტია საქართველოში. ის აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთია ქვეყნის იმ რამდენიმე ინსტიტუტთაგან, რომელსაც აქვს ფედერალური უფლებები როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დაზვერვაში და რომლის კიბერ თავდაცვის პროგრამა დასახელდა აკადემიური ხელოვნების ეროვნულ ცენტრად კიბერ თავდაცვის განათლების სფეროში (CAE-CDE).

 

პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.