მიღების წესი

ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ჩასაბარებელი საგნები:

  

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხოური ენა:ინგლისური/ გერმანული/ რუსული/ ფრანგული
  • მესამე სავალდებულო საგანი: მათემატიკა /ფიზიკა

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

 

  • სკოლის ატესტატი (ორიგინალი);
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • პირადობის მოწმობის 2 ასლი;
  • დაბადების მოწმობის 2 ასლი;
  • 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან);
  • დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1(ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად);

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეტალებთან  დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.