პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას, რომელიც შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნები.

 

პროგრამა მოიცავს კომპიუტერული ინჟინერიის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებებს. პროგრამაში გათვალისწინებული საბაზისო საგნები მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში,  მყარ საფუძველს იძლევა კომპიუტერული ინჟინერიის, კომუნიკაციების და ელექტრონიკის დარგობრივის საგნების ათვისებისთვის.

 

პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს ღრმად შეისწავლოს ინგლისური ენა, რა მიზნითაც პროგრამაში გათვალისწინებულია ინგლისური ენის ინტენსიური კურსი.

 

პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც გულისხმობს სტუდენტის ან სტუდენტთა ჯგუფის მიერ რეალური პროდუქტის შექმნასა და მის საბოლოო პრეზენტაციას. წარმატების უზრუნველყოფის მიზნით პროდუქტის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან. 

 

სტაჟირება და დასაქმება

 

პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის  დახმარებით.