კავკასიის უნივერსიტეტი და Fairleigh Dickinson University გთავაზობთ სამწლიან საბაკალავრო პროგრამას კომპიუტერული მეცნიერებაში, პროგრამის დასრულების შემდეგაც სტუდენტი მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს.
პროგრამის უნიკალური მხარეები:
- ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ორი ხარისხის მოპოვებას;
- სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა;
- უცხოელი მაღალკვალიფიციური ლექტორები.
სწავლების ენა:
- ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა:
- 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გულისხმობს სწავლის პირველ ოთხ სემესტრს საქართველოში და ბოლო ორ (V-VI) სემესტრში კი სტუდენტი სწავლას აგრძელებს FDU-ში, აშშ. (სულ 200 კრედიტი, აქედან 50 კრედიტს სტუდენტი აგროვებს Fairleigh Dickinson University-ში).
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
- კავკასიის უნივერსიტეტი - მეცნიერების ბაკალავრი კომპიუტერულ მეცნიერებაში;
- ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტი – მეცნიერების ბაკალავრი.
პროგრამის უპირატესობები:
- სწავლა თანამედროვე კამპუსში ნიუ-იორკთან ახლოს
- უახლესი ტექნოლოგიების ლაბორატორიები
- სტაჟირებისა და სხვა პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
საერთაშორისო რეიტინგები და აკრედიტაცია:
- FDU - ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი ნიუ ჯერსიში
- FDU - აკრედიტებული ABET-ის კომპიუტერული აკრედიტაციის კომისიის (CAC) მიერ
- FDU - აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრი
კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა საკუთარი მიზნებით, სტრუქტურითა და შინაარსით შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონთან, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან, კავკასიის უნივერსიტეტის მისიასთან და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტებთან.
კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ისეთი ფუნდამენტური და სპეციალიზებული კურსებისგან, რომლებიც, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთმანეთთან კავშირის საფუძველზე ავითარებს სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპლექსურ უნარებსა და აძლევს სტუდენტს სფეროს ფართო ცოდნას.
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მიზნებია:
- მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მიიღოს სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ცოდნა, რაც ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა ან მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.
- სტუდენტმა მიიღოს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფუნდამენტურ თეორიებსა და პრინციპებზე დაფუძნებული განათლება კომპიუტერულ მეცნიერებაში, რაც შესაძლებლობას მისცემს მას პროფესიულად განვითარდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს დარგის განვითარებაში.
- მოამზადოს მაღალი დონის, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები იმ ფართო თეორიული ცოდნით და პრაქტიკაზე ორიენტირებული, ტრანსფერული უნარ-ჩვევებით, რაც აუცილებელია თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების სფეროში პროფესიული საქმიანობისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
დასაქმების სფეროები:
პროგრამის კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია იმუშაონ ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: საინფორმაციო სისტემის მენეჯერი, პროგრამული სისტემის დეველოპერი, ვებ დეველოპერი, პროგრამისტი, საინფორმაციო ორგანიზაციის სისტემური ადმინისტრატორი, ორგანიზაციის ოპერაციათა მმართველი, ტექნიკური რედაქტორი, მონაცემთა ბაზების მმართველი და მრავალი სხვა.
მიღებული ხარისხი კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, იქნება ეს სამთავრობო სტრუქტურა, კერძო ბიზნეს კომპანია, არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სხვა.
საქართველოს შრომის ბაზარზე პოტენციური დამსაქმებლები შეიძლება იყვნენ როგორც უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციები, ისე სხვა დაინტერესებული მსხვილი თუ მცირე ბიზნეს–კომპანიები, ბანკები, სახელმწიფო სტრუქტურები, საგანმანათლებლო ინსტიტუციები, სოფთვეარული კომპანიები, ვებ დეველოპერული კომპანიები, სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციები და სხვა.
პროგრამის კოდი ცნობარში - 1220117