23–25 ოქტომბერს, კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ეგიდით, „კონსტიტუციური სამართლის ოლიმპიადა" გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებმა გიორგი ჩაკვეტაძემ, მარიამ ლომიძემ, თამარ კორახაშვილმა , ელენე თევზაძემ, ლაშა ვანიშვილმა და გიორგი ნიკოლაშვილმა მიიღეს.
ოლიმპიადა ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ტურში, დისკუსიაში თემაზე: „2012–13 წლების კონსტიტუციური ცვლილებები" პირველი ადგილი კავკასიის სამართლის სკოლამ მოიპოვა.
მეორე ტურში, თამაშში „რა? სად? როდის?", რომელიც ასევე კონსტიტუციურ თემატიკას ეხებოდა, კავკსიის სამართლის სკოლამ მეორე ადგილი აიღო.
„კონსტიტუციური სამართლის ოლიმპიადა“
11 იანვარი