რეჯიო კალაბრიას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 თებერვალი 2022

25 თებერვალს, კავკასიის სამართლის სკოლამ, რეჯიო კალაბრიას უნივერსიტეტის, იტალია (University of Reggio Calabria, Italy),  ხმელთაშუა ზღვის ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრის (Mediterranea International Centre for Human Rights Research)  წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო და ასევე კვლევითი მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ხმელთაშუა ზღვის ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანჯელო ვიგლიანისმა, ასევე ჩაატარა საჯარო ლექცია კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები“.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი და გაეცნენ უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებსა და სიახლეებს.