13 ივნისს, კავკასიის სამართლის სკოლის პირველი კურსის სტუდენტები ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ.
ვიზიტს ესწრებოდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი - სოფიო შენგელია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.
სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ ბაზაზე არსებული ჯავშანტექნიკა, სხვადასხვა აღჭურვილობა და შეიარაღება, ასევე ნახეს მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიის - საცხოვრებელი ყაზარმები, სასადილო და სპორტ დარბაზი.
ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა დააგემოვნეს ჯარისკაცის ყოველდღიური საკვები ულუფა, ასევე მათთვის ადგილზევე გაიმართა მცირე საჩვენებელი სწავლება -,,დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა“, რამაც მონაწილეებს მისცა საშუალება, რომ პრაქტიკაში განეხორციელებინათ სამხედრო სწავლება.
ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა სიმულაციურ სროლებშიც მიიღეს მონაწილეობა.