კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი ვაზიანში სამხედრო ბაზაზე

13 ივნისი 2022

13 ივნისს, კავკასიის სამართლის სკოლის პირველი კურსის სტუდენტები ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ.

 

ვიზიტს ესწრებოდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი - სოფიო შენგელია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.

 

სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ ბაზაზე არსებული ჯავშანტექნიკა, სხვადასხვა აღჭურვილობა და შეიარაღება, ასევე ნახეს მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიის - საცხოვრებელი ყაზარმები,  სასადილო და სპორტ დარბაზი.

 

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა დააგემოვნეს ჯარისკაცის ყოველდღიური საკვები ულუფა, ასევე მათთვის ადგილზევე გაიმართა მცირე საჩვენებელი სწავლება -,,დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა“, რამაც მონაწილეებს მისცა საშუალება, რომ პრაქტიკაში განეხორციელებინათ სამხედრო სწავლება.  

 

ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა სიმულაციურ სროლებშიც მიიღეს მონაწილეობა.