კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა წარმატებით იასპარეზა ვილემ ვისის (Willem C. Vis Moot) სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ შეჯიბრში, რომელიც 26 მარტი - 1 აპრილის პერიოდში გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი შედგებოდა სამართლის სკოლის მაგისტრანტის ბესიკ სხირტლაძის და ბიზნესის სკოლის მაგისტრანტის ელენე კახნიაშვილისგან. გუნდს აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევდა აშშ-ს დიუკის სამართლის სკოლის მაგისტრანტი კონსტანტინე კოპალიანი, ხოლო ორგანიზაციულ მხარდაჭერას კავკასიის სამართლის სკოლის ტრენერი თინათინ ობოლაძე უზრუნველყოფდა.
კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა, მოსამზადებელ რაუნდებში, პრაღის შეჯიბრზე იასპარეზა ვიურცბურგის უნივერსიტეტის (გერმანია), ზაგრების უნივერსიტეტისს (ხორვატია), ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია), ინდონეზიის უნივერსიტეტის (ინდონეზია) გუნდებთან ერთად.
კავკასიის სამართლის გუნდი წარმატებით გადავიდა დასკვნით ეტაპზე და შეეჯიბრა ისეთ უნივერსიტეტებს როგორებიცაა: ცინცინატის უნივერსიტეტი (აშშ), ვისკონსინის უნივერსიტეტი (აშშ), Modern International Study (ირანი), Instituto Tecnologico Autonomo de Mexico (მექსიკა).
ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესი 1994 წელს დაარსდა და მასში ყოველწლიურად 400-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობს. შეჯიბრების მთავარი მიზანია საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების გამოკვლევა და შესწავლა.