22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის - National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს ევროინტეგრაცია.
შეხვედრას წარუძღვა - თამარ ხულორდავა (Egeria Solutions-ის თანადამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებში, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე).
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- რა არის საჭირო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად;
 - ევროკავშირის სტრუქტურა, ფუნქციები, ღირებულებები;
 - საქართველოს განვლილი გზა, გამოწვევები და რეკომენდაციები (რა უნდა გაკეთდეს);
 - რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ევროკავშირის წევრობას საქართველოსთვის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითზე);
 - რას გვეუბნება 12 პუნქტი და რატომ და როგორ უნდა შესრულდეს?
 
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
