საჯარო ლექცია - საქართველოს ევროინტეგრაცია

23 მარტი 2023

 22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის - National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს ევროინტეგრაცია.

 

შეხვედრას წარუძღვა - თამარ ხულორდავა (Egeria Solutions-ის თანადამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებში, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე).

 

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

 

  • რა არის საჭირო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად;
  • ევროკავშირის სტრუქტურა, ფუნქციები, ღირებულებები;
  • საქართველოს განვლილი გზა, გამოწვევები და რეკომენდაციები (რა უნდა გაკეთდეს);
  • რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ევროკავშირის წევრობას საქართველოსთვის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითზე);
  • რას გვეუბნება 12 პუნქტი და რატომ და როგორ უნდა შესრულდეს?

 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.