იმიტირებული სასამართლო პროცესი საოჯახო-მემკვიდრეობით სამართალში

27 სექტემბერი 2019

26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ჯეი ენდ თი ქონსალთინგის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტების მონაწილეობით, ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი საოჯახო-მემკვიდრეობით სამართალში. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

 

პროექტი მიზნად ისახავს, სტუდენტებს საოჯახო-მემკვიდრეობითი სამართლის მიმართულებით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მისცეს, ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნების, ობიექტური მსჯელობის, არგუმენტირებული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარების შეძენა-განვითარებას და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის გაცნობიერებას.

 

იმიტირებულ სასამართლო პროცესს დაესწრნენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც საინფორმაციო შეხვედრა და კამპუს ტური ჩაუტარდათ.