30 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა ირაკლი ბიწკინაშვილის, თამარ შიოშვილისა და მარი შარაძის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებულ შრომის სამართლის იმიტირებულ პროცესებში.
კავკასიის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, გუნდის წევრებს ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურად ამზადებდნენ ტრენერები: ლელა ბასილაია, გიორგი კილასონია და გიორგი ხარაიშვილი.
შეჯიბრის პირველ ეტაპზე გუნდმა მოამზადა სამართლებრივი დასკვნა, რომლის საფუძველზეც “Toradze & Partners -თორაძე და პარტნიორების“ საადვოკატო ფირმისგან დაიმსახურა ჯილდო საუკეთესო ნაშრომისათვის.
შეჯიბრის შემდეგ ეტაპზე გაიმართა სასამართლო იმიტირებული პროცესი, სადაც გუნდმა მიიღო პრიზი სასამართლო იმიტირებულ პროცესებში საწინააღმდეგო არგუმენტების საუკეთესოდ გაბათილებისათვის, პრეზენტაბელურობასა და დამაჯერებლობისათვის.
იმიტირებულ მედიაციის დასკვნით პროცესზე კი გუნდის წევრი - ირაკლი ბიწკინაშვილი გახდა საუკეთესო მედიატორი.